საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის (GCA) ორგანიზებით, გაიმართა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ობიექტივების მწარმოებელი კომპანიის — Leitz (Leica) კინოობიექტივების პრეზენტაცია.ღონისძიების ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოგვიდგინეს უახლესი მოდელები:
• Leitz HUGO
• Leitz ELSIE
• Leitz HEKTOR – განკუთვნილია mirrorless სისტემებისთვის.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ GCA-ს წევრები, მოწვეული ოპერატორები, კამერამენები, ფოკუს-პულერები, სხვადასხვა პროდაქშენისა და კინო-სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე კინოსკოლების სტუდენტები. ღონისძიება გამორჩეული იყო როგორც პროფესიული მნიშვნელობით, ისე შესაძლებლობით ახლოდან გაცნობილიყვნენ უახლეს ტექნოლოგიებს.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს საქართველოს საოპერატორო სკოლის განვითარებას და საერთაშორისო პროფესიულ წრეებთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებას.

GCA მადლობას უხდის Leitz-ს საინტერესო და შთამაგონებელი პრეზენტაციისთვის.
წინ კიდევ მრავალი მსგავსი ღონისძიება გველოდება 🎬