2025 წლის 1 მარტს საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია (GCA) ოფიციალურად გახდა IMAGO-ს – კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი.
IMAGO-ს საგანგებო ონლაინ გენერალური ასამბლეის (IEGA) შეხვედრის დროს, GCA წარადგინეს გიორგი შველიძემ და ვიგენ ვართანოვმა. პრეზენტაციის შემდეგ, IMAGO-ს წევრებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს ჩვენი ასოციის გაწევრიანებას , რითაც “სკა” ოფიციალურად შეუერთდა გლობალურ კინემატოგრაფიულ საზოგადოებას.
IMAGO არის გლობალური ფედერაცია, რომელიც აერთიანებს კინემატოგრაფისტებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. ის დაარსდა 1992 წელს და მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, კინემატოგრაფისტთა უფლებების დაცვას და კინოს ყველაზე მაღალი სტანდარტების ხელშეწყობას.