საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციამ (სკა) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პარტნიორობის ფარგლებში 24-25 მარტს ჩაატარა რიგით მეორე ტრენინგ-სემინარი, რომელიც მიეძღვნა კინოგანათებისა და გრიფის თეორიული და პრაქტიკული სწავლების თემას. სემინარს ესწრებოდნენ “აუდიოვიზუალური ხელოვნების” ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც მიიღეს ახალი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული რჩევები.

ტრენინგს ატარებდნენ ასოციაციის წევრები: ომარ გელაშვილი, ვასილი დოლიძე, შალვა სოყურაშვილი, ხატია ხალვაში და ვიგენი ვართანოვი.

საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია მადლობას უხდის გაფერ ვაჟა აფრასიძეს და ქეი გრიპ თენგიზ კასრაძეს დახმარებისთვის, ასევე რენტალ JagaGrip-ს გაწეული ტექნიკური უზრუნველყოფისთვის და “სს ქართულ ფილმს,” რომლის ტერიტორიაზეც ჩატარდა სემინარი.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ცოდნის განვითარებას და ადგილობრივი კინოინდუსტრიის გაძლიერებას. საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია გააგრძელებს განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რაც მომავალში ბევრ საინტერესო ინიციატივას გულისხმობს