27 მარტს გაიმართა ასოციაციის საერთო კრება, რომლის ფარგლებში დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ახალი გამგეობის წევრებისა და ასოციაციის პრეზიდენტის არჩევა.

წესდების შესაბამისად ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ხმათა საკმარისი რაოდენობა მიიღეს ვიგენ ვართანოვმა, ტატო კოტეტიშვილმა, მიხეილ კვირიკაძემ, კახა მშვიდობაძემ და გიორგი შველიძემ. აღნიშნული შემადგენლობით ისინი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ასოციაციის გამგეობას წარმოადგენენ.

ახალი გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა და ხმათა უმრავლესობით, ასოციაციის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ვიგენ ვართანოვი.
ასოციაცია მადლობას უხდის მის პირველ გამგეობასა და პრეზიდენტს გაწეული საქმიანობისთვის და უსურვებს წარმატებებს ახალ შემადგენლობას მომავალ საქმიანობაში