საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის წევრის, ტატო კოტეტიშვილის ფილმმა „წმინდა ელექტროენერგია“ გურჯაანში გამართულ პრემია „ელისო 2025“-ის დაჯილდოებაზე ორი პრიზი მოიპოვა: საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრის ნომინაციებში. ასოციაცია გულითადად ულოცავს ტატო კოტეტიშვილს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს შემოქმედებით წინსვლას და მომავალ გამარჯვებებს.

ფოტოს წყარო : Nato Vachnadze Foundation