მიხეილ კალატოზიშვილიის ფილმების რეტროსპექტივა

24 მაისიდან 28 ივნისის ჩათვლით, პროექცია 24-ის ორგანიზებით, თეატრი ჰარაკი უმასპინძლებს მიხეილ კალატოზიშვილიის ფილმების რეტროსპექტივას. პროგრამა მაყურებელს სთავაზობს თავიდან აღმოაჩინოს ქართული და საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წინააღმდეგობრივი ავტორი, რომლის შემოქმედება ფორმასა და იდეოლოგიას შორის მუდმივ დაძაბულობაში ყალიბდებოდა.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის მონაწილეობით.