საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია (სკა) და აპარატუს სტუდიო გიწვევთ პრაქტიკულ მასტერკლასზე ოპერატორ მერაბ კიკნაძესთან ერთად, რომელიც დაეთმობა თანამედროვე კამერის მოძრაობის ორ უმნიშვნელოვანეს ხელსაწყოს – Steadicam-სა და ARRI Trinity 2-ს.
მასტერკლასის განმავლობაში ახლოს გაეცნობით ტექნიკას და ნახავთ, როგორ მუშაობს სტაბილიზაციის სისტემები – რიგის აწყობა და დაბალანსება, სხეულის მექანიკა და მდგრადი, რბილი მოძრაობა გადაღების პროცესში. ეს არის შესაძლებლობა ისწავლოთ გამოცდილ ოპერატორთან ერთად – როგორც პროფესიონალებისთვის, ისე დამწყებთათვის.
20 ივნისი, 14:00
Apparatus Studio — ლევან დევდარიანის ქუჩა, მე-6 შესახვევი, თბილისი
დასწრება თავისუფალი