საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია (GCA) გიწვევთ ლექციაზე, რომელიც კინემატოგრაფიაში შენელებული გადაღების ტექნიკურ და შემოქმედებით ასპექტებს დაეთმობა.
ლექციის ფარგლებში განვიხილავთ:
• მაღალი კადრული სიხშირით (High Frame Rate) გადაღების ტექნიკურ თავისებურებებს;
• კადრული სიხშირის, Shutter-ის და ექსპოზიციის ურთიერთკავშირს;
• განათების სპეციფიკას და Flicker-ის პრობლემებს;
• კამერისა და ოპტიკის შერჩევას შენელებული გადაღებისთვის;
📅 3 ნოემბერი, 2026
📍 ქართული ფილმის პავილიონი, თბილისი
🕒 დრო: 14:00
ღონისძიება განკუთვნილია კინოოპერატორებისთვის, სტუდენტებისა და კინოწარმოებით დაინტერესებული პირებისთვის.