2025 წლის 8 აპრილს გაიმართა საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის რიგით საერთო კრება, რომელიც ტრადიციულად გააერთიანა ასოციაციის წევრები მთელი ქვეყნიდან. წლევანდელი შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა და დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე მიმდინარე საკითხი. წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ასოციაციის გასული წლის აქტივობების შესახებ, მათ შორის — პროფესიული განვითარების ინიციატივები, საერთაშორისო კავშირები, თანამშრომლობები და ინდუსტრიულ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.
შეკრებას ხასიათებდა გახსნილი და აქტიური დისკუსია. წევრები ინტერესით ესაუბრებოდნენ სფეროს გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს. ასევე, გამოითქვა სურვილი, რომ გაიზარდოს ასოციაციის როლი პროფესიული სტანდარტების დანერგვასა და ახალგაზრდა კინოოპერატორების მხარდაჭერაში.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანი პლატფორმაა როგორც ინფორმაციის გაზიარებისთვის, ისე საერთო ხედვების ფორმირებისთვის, რაც ხელს უწყობს სფეროს ერთიან განვითარებას.