“ელისო 2026” პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის გადაეცა შალვა სოყურაშვილს

ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართა კინოკონკურსის მიზანია ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერა. კინოპრემია „ელისო“ 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები, ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდნენ.

ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ – ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა, გიორგი შველიძე, ლეა გლობი – გამოავლინა 2026 წლის გამარჯვებულები:

საუკეთესო ფილმი | „ხმელი ფოთოლი“, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე.

საუკეთესო რეჟისორი | თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი „ქართლის ცხოვრება“.

სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო რეჟისორი | ქეთევან ვაშაგაშვილი „ცხრათვიანი კონტრაქტი“.

საუკეთესო მსახიობი | ნინი იაშვილი  ,,ქალაქის ხმაური’’.

სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო მსახიობი | ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი „მილი“

საუკეთესო ოპერატორი | შალვა სოყურაშვილი „მილი“.
საუკეთესო მონტაჟი | ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი „თემორე’’.

საუკეთესო კინომუსიკა | კოტე კალანდაძე „არავინ არ ჩანს“.

ასოციაცია ულოცავს ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს და უსურვებს მამავალ წარმატებებს