20 ივნისს, საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციისა (სკა) და „აპარატუს სტუდიოს“ ორგანიზებით, გაიმართა პრაქტიკული მასტერკლასი, რომელიც თანამედროვე კამერის მოძრაობის ორ უმნიშვნელოვანეს ხელსაწყოს — Steadicam-სა და ARRI Trinity 2-ს დაეთმო.
მასტერკლასს, რომელიც ოპერატორმა მერაბ კიკნაძემ გაუძღვა, 45 მონაწილე დაესწრო, მათ შორის სტუდენტები, სფეროს დამწყები ენთუზიასტები და მოქმედი პროფესიონალები.
საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია და „აპარატუს სტუდიო“ მადლობას უხდის მერაბ კიკნაძეს და თითოეულ სტუმარს საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის. კინოგანათლებისა და ტექნიკური უნარების განვითარების ხელშემწყობი მსგავსი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება.







