საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის საპატიო წევრი , საოპერატორო ხელოვნების ცოცხალი ლეგენდა გიორგი (გია) გერსამია.
საოპერატორო მოღვაწეობა დაიწყო 1962 წლიდან კინოსტუდია ქართულ ფილმში, სადაც გადაღებული აქვს როგორც მხატრული აგრეთვე დოკუმენტალური ფილმები . მათ შორის “მიხა” (1965), “დიდი მწვანე ველი” (1967), “არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968), “გზა მშვიდობისა, ჯაყო!” (1973), “გზის დასაწყისი” (1982), “ჭიდაობას რა უნდა” (1986), და სხვა ცნობილი ფილმები.
ბატონმა გიამ ბევრი წელი მიუძღვნა პედაგოგიურ პრაკტიკას. მან დიდი წვლილი შეიტანა ოპერატორთა რამდენიმე თაობის პროფესიულ აღზრდაში. მათ შორის არიან ჩვენი ასოციაციის წევრებიც.
გვჯერა, რომ ასოციაცია ხელს შეუწყობს სხვადასხვა თაობის ოპერატორთა შორის ურთიერთობის და ცოდნის გადაცემის გაღრმავების პროცესს.