15 სექტემბერს საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა მინდია ინასარიძის ფერის კორექციის მასტერკლასი, რომელსაც 75 მსმენელი დაესწრო. ღონისძიებაზე დასწრება იყო სრულიად უფასო და ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ასტერკლასი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხის ფორმატს, სადაც მონაწილეებმა პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.
საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია მადლობას უხდის მინდია ინასარიძეს გამოცდილების გაზიარებისთვის და თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!





