საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამორჩეული ხელოვანი და პედაგოგი, ასოციაციის საპატიო წევრი — გიორგი (გია) გერსამია.
ბატონ გიორგის, თავისი მრავალწლიანი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობით, სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული კინოს ისტორიაში. ის იყო არა მხოლოდ უბადლო პროფესიონალი, არამედ გზამკვლევი და საყვარელი მასწავლებელი ჩვენი ასოციაციის მრავალი წევრისთვის — როგორც საუნივერსიტეტო აუდიტორიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რეალურ გადასაღებ მოედნებზე.
საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია სამძიმარს უცხადებს ბატონი გიორგის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მის მრავალრიცხოვან მოწაფეებს.