ახალი საგანმანათლებლო პროგრამა — „ფილმის იდეიდან გადასაღებ მოედნამდე“

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის სკოლამ, თანამედროვე კინოს მუზეუმთან (CFM) თანამშრომლობით, დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროგრამა — „ფილმის იდეიდან გადასაღებ მოედნამდე“. პროექტი მოიცავს შემოქმედებით სახელოსნოს — „მხატვრული კინო — პასუხი სამყაროს“, რომელიც საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის ჩართულობითა ხორციელდება.

პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის კინოპროდუქციის შექმნის სრული პროცესის გაცნობას — იდეის ჩამოყალიბებიდან მის რეალიზაციამდე გადასაღებ მოედანზე.
სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, სკა-ს წევრები შევხვდით სტუდენტებს და გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, ოპერატორის პროფესიის გამოწვევებისა და გადასაღებ მოედანზე მუშაობის სპეციფიკების შესახებ..

შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა — გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობითა და სტუდენტების მხრიდან აქტიური უკუკავშირით.