სკა მიესალმება Apparatus-ს, როგორც ოფიციალურ სპონსორს.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კომპანია Apparatus გახდა საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის (GCA) ოფიციალური სპონსორი.
აპარატუსი აერთიანებს საქართველოში პირველ საერთაშორისო სტანდარტის კინოპავილიონსა და კინოტექნიკის გაქირავების სერვისს. კომპანია თანამედროვე აღჭურვილობით ემსახურება, როგორც ადგილობრივ და რეგიონში მოქმედ წამყვან საპროდუსერო კომპანიებს, ისე დამოუკიდებელ კინომწარმოებლებსა და ფრილანსერებს.
ამ მხარდაჭერის წყალობით, ასოციაციას საშუალება ეძლევა უფრო დატვირთული, მრავალფეროვანი და საინტერესო წელი დაგეგმოს.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ Apparatus-ის გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.