2025 წლის 11-13 მაისს, ბრაზილიის ქალაქ სाओ პაულოში გაიმართა IMAGO-ს წევრი ქვეყნების ყოველწლიური ასამბლეა — IAGA 2025. წლევანდელ შეხვედრას პირველად ესწრებოდა საქართველოც, როგორც ახლადგაწევრიანებული წევრი.

საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციისთვის ეს ვიზიტი იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. GCA პირველად მიიღო მონაწილეობა IMAGO-ს პრეზიდენტის არჩევნებში, რაც ჩვენს ასოციაციას აქტიური ხმის უფლებით წარმოადგენდა.

შეხვედრა გაიმართა ABC (ბრაზილიის კინოოპერატორთა ასოციაცია) კვირეულის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გაამდიდრა ვიზიტის შინაარსი. გვქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდით თანამედროვე ტექნიკის გამოფენებს, მასტერკლასებსა და მრავალფეროვან პანელურ დისკუსიებს, სადაც განიხილებოდა კინოოპერატორთა წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები.

საქართველოს მონაწილეობა IAGA 2025-ში წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენს პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო ინტეგრაციაში.