2025 წლის 2 აპრილს საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციამ დაარსებიდან 1 წლის იუბილე აღნიშნა. სწორედ ერთი წლის წინ, 2024 წლის 2 აპრილს, ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოქმედ კინოოპერატორებს, ხელს უწყობს პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ინდუსტრიის განვითარებისთვის.

ამ მოკლე, თუმცა დინამიკურ პერიოდში, ასოციაციამ არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა. წლის განმავლობაში განხორციელდა საინტერესო პროექტები, გაიმართა შეხვედრები, ვორქშოფები და დისკუსიები, რომლებიც როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყები ოპერატორებისთვის ღირებული იყო.

დღეს ასოციაციის წევრთა რიცხვი 29 ოპერატორს შეადგენს – სხვადასხვა თაობის, სტილისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო: ქართული კინოოპერატურის განვითარება და საერთაშორისო არენაზე პოპულარიზაცია.

ასოციაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა IMAGO-ში გაწევრიანება იყო – კინოოპერატორთა საერთაშორისო ფედერაციაში, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კინოოპერატორები უკვე სრულფასოვნად ერთიანდებიან გლობალურ კინოოპერატორულ დიალოგში, რაც ახალი კავშირებისა და თანამშრომლობების პერსპექტივას აჩენს.

საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია მომავალშიც გეგმავს აქტიური საქმიანობის გაგრძელებას – პროფესიული მხარდაჭერის გაღებას, ახალი თაობის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.