საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციამ 31 იანვარს, ქალაქ თბილისში, ჩაატარა ტრენინგ-სემინარი, რომელიც მიეძღვნა კინოოპერატორული ხელოვნების განვითარებასა და პრაქტიკულ სწავლებას. სემინარს ესწრებოდნენ სტუდენტები საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) “აუდიოვიზუალური ხელოვნების” ფაკულტეტიდან, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ცოდნა და პრაქტიკული რჩევები. ტრენინგის ატარებდნენ ასოციაციის წევრები-ომარ გელაშვილი და ვასილ დოლიძე. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ოპერატორული ხელოვნების ტექნიკური და კრეატიული ასპექტები.
საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია მადლობას უხდის ხატია ხალვაშს და მიშა საგანელიძეს მხარდაჭერისთვის, ასევე JagaGrip რენტალს გაწეული დახმარებისთვის.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ცოდნის გაღმავებას და ადგილობრივი კინოინდუსტრიის გაძლიერებას.

საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია აგრძელებს განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რაც მომავალშიც მრავალ საინტერესო ინიციატივას გულისხმობს.