საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია უერთდება კრეატიული სააგენტოების ერთობლივ განცხადებას და ბოიკოტს უცხადებს, პირველ რიგში, ნებისმიერ ისეთ აქტივობას, რაც ხელს უწყობს სახელისულფლებო პროპაგანდას. ასევე ბოიკოტს ვუცხადებთ ყველა იმ ბიზნესს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.

ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არც ერთ სახელისუფლებო ინსტიტუციასთან და ასევე, ყველა იმ ბრენდთან, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი არასახელმწიფოებრივი პოზიცია.

ჩვენი რესურსი არ მოხმარდება კოლაბორაციონისტ მთავრობას და ბიზნესმენებს!