წევრობის მოთხოვნები

საქართველოს კინოოპერატორტთა ასოციაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი წევრების შერჩევას. ჩვენ აქტიურად ვეძებთ ფართო და მრავალფეროვან წევრებს, რათა დავეხმაროთ ჩვენი საზოგადოების და ასევე ჩვენი ინდუსტრიის მომავლის ჩამოყალიბებას. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების მთლიანობა ეყრდნობა წევრთა შერჩევის თანმიმდევრულ, საფუძვლიან და სამართლიან პროცესს.

სრული აკრედიტებული წევრები
ასოცირებული წევრები
საპატიო წევრები

წარდგენის მოთხოვნები

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  2. პროფესიული ბიოგრაფია;
  3. საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შესახებ, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
  4. ასოციაციის ორი წევრის სარეკომენდაციო წერილი;
  5. ვიზუალური ნაწარმოები ოპერატორის რანგში მუშაობის მტკიცებულება;
    • ბოლო პერიოდის ჩათვლით სულ მცირე 5 წლიანი უწყვეტი სამუშაო პრაქტიკა დამდგმელი ოპერატორის სპეციალობით.
    • მინიმუმ 60 წუთიანი ხანგრძლივობის აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები (მხატრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, სატელევიზიო სერიალი).
    • მინიმუმ 10 წუთი ვიზუალური მტკიცებულება: მოკლე მეტრაჟიანი ფილმი, სარეკლამო ვიდეო რგოლი, მუსიკალური ვიდეო.

ასოცირებული წევრობა ხდება საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის მოწვევით და ხელმისაწვდომია კამერის ოპერატორებისთვის, ასევე სპეციალისტ კინემატოგრაფისტებისთვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს სრული აკრედიტებული წევრობისთვის.

ასოცირებულ წევრებს უფლება აქვთ გამოიყენონ ფორმულირება „ასოცირებული სკა“ ან „Associate GCA“ მათი სახელების შემდეგ, მიმოწერაში და CV-ებში, მაგრამ არა ეკრანზე.

საპატიო  წევრად მიიღება ქმედუნარიანი პირი, რომელიც საქმიანობს საქართველოს კინო ინდუსტრიაში ან რომლის წევრობა ემსახურება საქართველოს კინო განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნებს.